საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
ამობეჭდვა · 12 / 03 / 2020 10:57
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან და პროკურატურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან ერთად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას
შეხვდა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე. ევროსაბჭოს დელეგაციის წევრები ტიტუს კორლატეანი და ბას კლეინი პროკურატურაში განხორციელებული რეფორმების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.

ასევე საუბარი შეეხო საქართველოს პროკურატურის მუშაობის სპეციფიკას, უწყების პრიორიტეტებს და პროკურატურის განვითარების სტრატეგიას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.