სამხედრო ქალაქში მულტიფუნქციური სივრცე ეწყობა
ამობეჭდვა · 12 / 03 / 2020 14:44
სამხედრო ქალაქში მულტიფუნქციური სივრცე ეწყობა

სამგორის გამგეობა რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობას აქტიურად განაგრძობს. სამხედრო ქალაქში, აბაშვილის ქუჩის N3 კორპუსის მიმდებარედ მასშტაბური პროექტი ხორციელდება. 5 200 კვ.მ ფართობზე მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი, რომელშიც განთავსდება საბავშვო მოედნები, მულტიფუნქციური ატრაქციონი, ფიტნეს ზონა, სკეიტ მოედანი, დასასვენებელი პავილიონები, ჩოგბურთის მაგიდა, საქანელა სკამები,
საბაღე სკამები და ურნები.

ჰიდროთესვის პრინციპით ბალახი დაითესება და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი. სავალი ბილიკები ტრავერტინის ფილებით მოპირკეთდება. ასევე, სკვერის ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლება და მოეწყობა განათების სისტემა.
გასულ წელს სკვერის მიმდებარედ მოეწყო კალათბურთის მოედანიც. ამჟამად, სკეიტ მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.
მიმდინარე პროცესი სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ დაათვალიერა.

სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „მონოლითი-2005“ ასრულებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 777 810 ლარია.