ვაშლიჯვარში გზის რეაბილიტაცია სრულდება
ამობეჭდვა · 12 / 03 / 2020 16:15
ვაშლიჯვარში გზის რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, თოფურიძისა და მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები სრულდება.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, საფეხმავლო ბილიკი და 1 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს.

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„ვაშლიჯვრის მოსახლეობისთვის აღნიშნული მონაკვეთის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გზა დაზიანებული იყო. აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგ შეუზღუდავად იმოძრავებს. ასევე, ახალი საფეხმავლო ბილიკიც მოეწყო, რათა მოსახლეობამ უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილება შეძლოს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ლ ენდ ლ“ ახორციელებს, რისთვისაც
ბიუჯეტიდან 124 000 ლარია გამოყოფილი.