იტალიაში მცხოვრები მღვდელი ემიგრანტებს დახმარებას სთავაზობს (ვიდეო)
ამობეჭდვა · 12 / 03 / 2020 18:18
იტალიაში მცხოვრები მღვდელი ემიგრანტებს დახმარებას სთავაზობს (ვიდეო)

რომში მცხოვრები მღვდელი იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტებს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების პარალელურად საკუთარი მანქანით მომსახურებას სთავაზობს.

"ვითარება დაძაბულია, გთხოვთ ყველანი დარჩით სახლში, ნურავინ გამოხვალთ, თუ რამე დაგჭირდათ, მზად ვარ dმოგემსახუროთ, მოგიტანოთ წამლები, საკვები. თქვენს სამსახურში ვარ. ძალიან გთხოვთ მიხედოთ თქვენს თავს, პირველ რიგში ჯანმრთელობას. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო საქართველო, ღმერთმა დალოცოს იტალია და მთელი სამყარო", – აცხადებს მღვდელი ვიდეო-მიმართვაში.

არქიმანდრიტი რომის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოში მსახურობს.