"ეს სტატუსი გრძელი გამოვა, ბანკების შეღავათებს ეხება და ძალიან მოკლედ ვერ დავწერ"
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2020 16:56
"ეს სტატუსი გრძელი გამოვა, ბანკების შეღავათებს ეხება და ძალიან მოკლედ ვერ დავწერ"

იურისტი თინა ხიდაშელი კორონავირუსის გამო საქართველოში საბანკო სექტორის მიერ მომხამრებლითვის დაწესებულ შეღავათზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ეს სტატუსი გრძელი გამოვა, ბანკების შეღავათებს ეხება და ძალიან მოკლედ ვერ დავწერ, თუმცა შევეცდებიროდესაც მასობრივი კეთილი საქმის კეთების შესახებ განცხადებას აკეთებ, სავარაუდოდ მოლოდინი გაქვს რომ ხალხი მადლიერი დარჩება, შენსკენ გამოიხედავს, დაგიფასებენ.

თუ ამ ამბავს პრესკონფერენციებსაც უძღვნი სავარაუდოდ ტაშსაც ელი.

3. არადა ჯერ რაც გვითხრეს ბანკებმა არის შემდეგი.

3 თვიანი საშეღავათო პერიოდი გამომდინარე კორონავირუსის გავრცელებიდანოიმედს ვიტოვებ ბოლომდე ვერ გვითხრეს და ვერ აგვიხსნეს ჯერ ზუსტად რას ნიშნავს ეს უკანასკნელი.არადა თითქოს მარტივი უნდა იყოს

ლექსიკონი ამბობს შეღავათი ნიშნავსო - დიდსულოვნებას

ვალდებულების შემცირებას და სხვა

ყველაზე ახლოს აქ საგადასახო კოდექსია, სადაც შეღავათი ასევე ნიშნავს ნაკლებ გადასახადს, ან გადასახადისგან გათავისუფლებას;

ლექსიკონებს რომ თავი დავანებოთ, რეალობა როგორი გვაქვს?

სრულიად ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია დღეს ვთქვათ, რომ მთელს მსოფლიოში ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილი უდიდესი გამოწვევების წინაშე იქნება;

კიდევ უფრო დამძიმდება იმათი მდგომარეობა ვინც ტურისტულ ბიზნესშია ასევე ლარის გაუფასურება უკვე სახეზეა და უმძიმესი დარტყმა იქნება ათასობით ოჯახისთვის ბუნებრივია, ბანკებსაც ექნებათ დანაკარგები, ნაკლები ადამიანი აიღებს კრედიტს და სხვა. ეს გვესმის რა თქმა უნდა.

ამასობაში, ისიც გვესმის რომ ყველა ბანკი თავად გადაწყვეტს ზემოთ ნახსენები შეღავათის - დიდსულოვნების რა წილი აქვს შერჩენილი და ჩვენ ვერ ვაიძულებთ;

მაგრამ ისევ შეღავათს რომ დავუბრუნდეთ, თუკი იმ დიდსულოვნების არაფერი შეგრჩენიათ ნუ მოატყუებთ მოსახლეობას რომ რამის შეღავათს აკეთებთ.

სინამდვილეში ის რაც დღეს ითქვა მხოლოდ ვალის სამი თვით გადავადებაა, გადავადება და არა შეღავათი და მეტი არაფერი.

ჯერ ჯერობით რაც ვიცით, უმძიმეს ვირუს, კიდევ უფრო დიდ სტრასს გამოვლილ და დამძიმებულ ეკონომურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ზუსტად მაშინ როდესაც თვალსი გამოიხედავენ მოუწევთ ვალის დაბრუნება რაიმე შეღავათის გარეშე", - წეწრს თინა ხიდაშელი.

ეს არის ამ მომენტის სიმართლე.

დაველოდებით იმედით შემდგომ განცხადებებს, ვინაიდან გვახსოვს რომ როდესაც ბატონმა ივანიშვილმა დაგიბარათ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაშინ სიტყვა შეღავათის მნიშვნელობა ზუსტად იცოდით.

ბანკებს არ ვებრძვი, არც ვერჩი, მასობრივ ტყუილს ვერჩი მხოლოდ როდესაც ტაშს ითხოვენ".