უფასო სასადილოებით მოსარგებლე ადამიანებს კუთვნილ საკვებს სახლში გავატანთ - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 15 / 03 / 2020 12:37
უფასო სასადილოებით მოსარგებლე ადამიანებს კუთვნილ საკვებს სახლში გავატანთ - კახა კალაძე

უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, უფასო სასადილოებით მოსარგებლე ადამიანებს კუთვნილ საკვებს სახლში გავატანთ,  -  ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"უკანასკნელ პერიოდში, ვირუსის გავრცელების შემთხვევების ზრდასთან ერთად, საზოგადოება ხედავს, რომ სახელმწიფო და მათ შორის, თბილისის მუნიციპალიტეტი პასუხისმგებლიან ნაბიჯებს დგამს ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის და მოსახლეობის დამატებითი რისკებისგან დაცვისთვის. ჩვენ უკანასკნელ დღეებში, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, თბილისის მერიის სხვადასხვა მომსახურებაზე დავადგინეთ ახალი წესები და გარკვეული შეზღუდვები.

დავადგინეთ ახალი წესები სოციალურ სასადილოებში მომსახურებაზეც და გადავწყვიტეთ, რომ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, უფასო სასადილოებით მოსარგებლე ადამიანებს კუთვნილი საკვები სახლში გავატანოთ. ამ
პროცესში ჩართული იქნებიან მოხალისეები. ძალიან დიდია მომართვიანობა და ჩვენი მხრიდან ყველა ამ ადამიანს მადლობა", - აღნიშნა თბილისის მერმა.