ჟურნალისტებმა იუბილარ თენგიზ ცერცვაძეს ტკბილეული მიართვეს და უმღერეს
ამობეჭდვა · 16 / 03 / 2020 21:00
ჟურნალისტებმა იუბილარ თენგიზ ცერცვაძეს ტკბილეული მიართვეს და უმღერეს

შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ცხელმძღვანელს, თენგიზ ცერცვაძეს მედიის წარმომადგენლებმა 72 წლის იუბილე მიულოცეს.

ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა ინფექციურ საავადმყოფოსთან გამართული ტრადიციული ბრიფინგის შემდეგ იუბილარ თენგიზ ცერცვაძეს ტკბილეული მიართვეს და უმღერეს. „ძალიან მიყვარხართ“, - მიმართა იუბილარმა მედიის წარმომადგენლებს და სიურპრიზისთვის მადლობა გადაუხადა.