კორონავირუსის გამო "ევროვიზია-2020" გაუქმდა
ამობეჭდვა · 18 / 03 / 2020 18:55
კორონავირუსის გამო "ევროვიზია-2020" გაუქმდა

ევროვიზიის კონკურსი ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა. ამის შესახებ კონკურსის ორგანიზატორების განცხადებაშია ნათქვამი.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რამდენიმე ალტერნატივა განვიხილეთ, რაც კონკურსის ჩატარების საშუალებას მოგვცემდა. თუმცა, კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული შეზღუდვების გამო ევროპის მაუწყებელთა გაერთიანებამ გადაწყვეტილება მიიღო ღონისძიების გაუქმების შესახებ. მომღერლების, გულშემატკივრების, ვიზიტორების, კონკურსის ორგანიზებაში ჩართული ხალხის ჯანმრთელობა ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარი ფაქტორი იყო", - ნათქვამია განცხადებაში.

ევროვიზიის სიმღერის 65-ე კონკურსი 12, 14 და 16 მაისს როტერდამში უნდა გამართულიყო.