ზესტაფონში მატარებელში ხანძარი გაჩნდა - არის მსხვერპლი
ამობეჭდვა · 20 / 03 / 2020 11:29
ზესტაფონში მატარებელში ხანძარი გაჩნდა - არის მსხვერპლი

ზესტაფონში სატვირთო მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა, რასაც შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მატარებელი ფოთი-თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა.



საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ერთი ვაგონი სრულად დაიწვა. მათივე განმარტებით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.



საქმეზე გამოძიება 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო.