საქართველოს პარლამენტში დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 21 / 03 / 2020 21:46

საქართველოს პარლამენტში, სადაც საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ, დაპირისპირება მოხდა.

პარლამენტში დეპუტატებს, დავი ჭიჭინაძესა და ვიქტორ ჯაფარიძეს შორის იყო შელაპარაკება. დავით ჭიჭინაძე სიტყვით გამოდიოდა, მას ერთ-ერთმა დეპუტატმა რეპლიკით მიმართა, რის შემდეგაც ჭიჭინაძემ მიკროფონი მოგლიჯა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მანდატურმა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გაიყვანა დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე.

ვითარება მალევე განიმუხტა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის პროცესში ასეთი პირადული შელაპარაკებების მომსწრე ვართ დარბაზში. ვინც ეცდება, რომ ხელი შეუშალოს საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული აქტების განხილვის პროცესს, დატოვებს დარბაზს კენჭისყრის დასრულებამდე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

1tv.ge