ვირუსის პიკური პერიოდი იწყება მე-6 კვირიდან, ჩვენ მე-3 კვირა დავასრულეთ - ამირან გამყრელიძე
ამობეჭდვა · 22 / 03 / 2020 23:05
ვირუსის პიკური პერიოდი იწყება მე-6 კვირიდან, ჩვენ მე-3 კვირა დავასრულეთ - ამირან გამყრელიძე

“ვირუსის პიკური პერიოდი იწყება პირველი შემთხვევის დადასტურებიდან მე-6, მე-7, მე-8 კვირას, ჩვენ მე-3 კვირა დავასრულეთ და შევდივართ პრე-კრიტიკულ ფაზაში”, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"ჩვენ ახლა მესამე კვირა დავამთავრეთ და ამიტომაც გუშინწინ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე მე გავაჟღერე ჩემი მოსაზრება, რომ ჩვენ შევდივართ გარკვეულად პრე-კრიტიკულ ფაზაში. ამიტომ, მეტად უნდა გაძლიერდეს ყველა ის ღონისძიება, რასაც დღეს ქვეყანა ატარებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.