ნიკა გილაური საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას გეგმავს
ამობეჭდვა · 24 / 03 / 2020 12:51
ნიკა გილაური საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას გეგმავს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას გეგმავს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"ანტიკრიზისული ეკონომიკური ფორმულა განვითარებადი ქვეყნებისთვის - საქართველო: http://reformatics.com/minfo/106

მოგესალმებით ყველას და გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობას და რაც შეიძლება მალე ამ არაორდინარული სიტუაციის ნორმალიზებას. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია - რეფორმატიკსი - უკვე 7 წელიწადია მუშაობს სხვადასხვა მთავრობასთან ეკონომიკური პროგრამების შედგენაზე და განხორციელებაზე. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოგვიწია რამოდენიმე ქვეყნის მთავრობისთვის შეგვემუშავებინა ანტი-კრიზისული ეკონომიკური გეგმა და გადავწყვიტეთ გარკვეული იდეები და ფორმულები საქართველოზე გადმოგვეტანა და ჩვენი ქვეყნის რეალობის გათვალისიწნებით დაგვეწერა რეკომენდაციები / ფორმულები ქვეყნის ეკონომიკური ვარდნის თავიდან ასარიდებლად და სწრაფად კრიზისიდან გამოსასვლელად. მჯერა, ეს კრიზისი მსოფლიო ეკონომიკურ გადანაწილებას გამოიწვევს და ბევრ ქვეყანას ჩვენს რეგიონში სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეექმნება. თუმცა, ასევე ეს იქნება პერიოდი როდესაც ახალ გამოწვევებს ახალი შესაძლებლობებიც მოყვება და ამ შესაძლებლობების გამოყენება იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის უახლოესი მომავლისთვის. გვჯერა, რომ იმ ფორმულებს, რასაც ამ პრეზენტაციაში გთვაზობთ, შეუძლია როგორც დღევანდელი ეკონომიკური პრობლემების მოგვარება (ეკონომიკური ვარდნის ეფექტის მინიმიზაცია), ასევე 12-18 თვიანი პერიოდის შემდეგ სწრაფი ეკონომიკური რეაბილიტაცია და რეგიონში ქვეყნის ეკონომიკური როლის გაზრდა", - წერს გილაური.