ირაკლი ჩიქოვანი - ორშაბათიდან, ტელე გაკვეთილები საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე დაიწყება
ამობეჭდვა · 24 / 03 / 2020 13:28
ირაკლი ჩიქოვანი - ორშაბათიდან, ტელე გაკვეთილები საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე დაიწყება

ორშაბათიდან, 30 მარტიდან, უკვე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე, დაიწყება ტელე გაკვეთილები, რომელიც ყველა კლასის მოსწავლეს საშუალებას მისცემს, რომ დისტანციურად მიიღოს მათთვის საჭირო საგანმანათლებლო ინფორმაცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა, პრესსპიკერმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრესსპიკერის განცხადებით, სწავლის შეზღუდვის შემდეგ, სკოლებთან მიმართებაში იყო გარკვეული შეზღუდვები და სწორედ მის აღმოსაფხვრელად მოხდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.

„როგორც იცით, სწავლა შეზღუდულია სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში. ბევრმა უმაღლესმა სასწავლებელმა შეძლო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, თუმცა სკოლებთან მიმართებაში იყო გარკვეული შეზღუდვები, ვინაიდან მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს არ აქვს წვდომა ინტერენტთან“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.



პრემიერ-მინისტრის მრჩეველის თქმით, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე განხილულ იქნა კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით მიმდინარე ღონისძიებები, ასევე, ინფორმაცია ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის შესახებ, რომლებიც იმყოფებიან სტაციონარში.