ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2021 წლამდე გადაიდო
ამობეჭდვა · 24 / 03 / 2020 16:38
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2021 წლამდე გადაიდო

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2021 წლამდე გადაიდო. ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სინძო აბემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან კონსულტაციის შედეგად არის მიღებული.


ცნობისთვის, 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქში 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უნდა გამართულიყო.