გაიცანით ქართველი ექიმი-ინფექციონისტი, რომელიც covid-19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის იბრძვის
ამობეჭდვა · 24 / 03 / 2020 17:13
გაიცანით ქართველი ექიმი-ინფექციონისტი, რომელიც covid-19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის იბრძვის

სოციალური ქსელის მომხმარებელი, გიორგი ბერიძე ქართველი ექიმ ინფექციონისტის, ეკა ნაფეტვარიძის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

"ეკა ნაფეტვარიძე ბოქსირებული განყოფილების ექიმი-ინფექციონისტია... მის სახეზე სპეციალური ტანსაცმლის კვალია ასახული...
პირველი დადებითი პაციენტი მან მიიღო და მანვე გაუშვა სახლში გამოჯანმრთელებული....
ეკას გვერდით პროფესიონალთა გუნდი დგას თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით...
კიდევ არაერთი მედიკოსის ასეთ ფოტოს იხილავს საზოგადოება...
ps არც კი იცოდა რისთვის გადავიღე ეს ფოტო... ჯერ არც უნახავს მგონი. ისევ ეკიპირება და ისევ ბოქსებში პაციენტებთან", - წერს გიორგი ბერიძე.