იტალიაში საქართველოს მოქალაქე კორონავირუსით დაინფიცირდა
ამობეჭდვა · 24 / 03 / 2020 17:38
იტალიაში საქართველოს მოქალაქე კორონავირუსით დაინფიცირდა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა.

"ჩემო ძვირფასებო ვიცი ამ პოსტს ბევრი ელოდებით ჩემი მეგობრები და გაცნობებთ დიდი სიყვარულით რომ ჩვენი მეგობარი ნინო მიქაძე ამ წუთებში მართალია დიდი განსაცდელის წინაშეა და დაუდგინდა კორონა ვირუსი, თუმცა იმყოფება მაქსიმალური ყურადღების ქვეშ ქ.კასტილიონეს საავადმყოფოში, მადლობა შეუფასებელი იტალიელ ექიმებს, მდგომარეობაა სტაბილურია ამ წუთებში, ნინო კონტაქტზეა, გადავეცი თქვენი ყველას უდიდესი სიყვარული და მოკითხვა ჩემო გულიანო ქართველებო, სულიერ სიძლიერეს და ლოცვას არ აკლებს ჩვენი მამა კირიონი, საკონსულომ დიდი ყურადღება გამოიჩინა და მორალურად გააძლიერა ჩვენი ნინიკო, შეუფასებელი მადლობა ყველას, გეფერებით, არ შეგეშინდეთ ჩვენ ყველა ერთად გავალთ ფონს, მიყვარხართ!"- წერია სოციალურ ქსელში.