იტალიაში კორონავირუსით ერთ დღეში 743 ადამიანი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 24 / 03 / 2020 21:33
იტალიაში კორონავირუსით ერთ დღეში 743 ადამიანი გარდაიცვალა

ორდღიანი კლების შემდეგ, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების რაოდენობა კვლავ გაიზარდა და ბოლო 24 საათში 743-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამგვარად, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 6 820 ადამიანს შეადგენს.

ანჯელო ბორელის ინფორმაციითვე, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან 894 ადამიანი განიკურნა, საერთო ჯამში - 8 326.


ამ დროისთვის, იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულია 54 ათასზე მეტი ადამიანი ინფიცირებული.