ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ამობეჭდვა · 25 / 03 / 2020 18:40
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4576 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4576 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4494 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0082 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7370 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7436 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0066 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.