დარჩი სახლში, ჩვენ დავუკრავთ თქვენთვის! - თბილისის მერია
ამობეჭდვა · 25 / 03 / 2020 20:45
დარჩი სახლში, ჩვენ დავუკრავთ თქვენთვის! - თბილისის მერია

25 მარტიდან, 22:00 საათზე, თბილისის მერის და თბილისის მერიის ფეისბუქ გვერდებზე ყველასთვის საყვარელი მუსიკოსები და მომღერლები შეიკრიბებიან. 
 
დარჩი სახლში, ჩვენ დავუკრავთ თქვენთვის!  - ამ მოწოდებით  ციფრულ სივრცეში კიდევ ერთი მუსიკალური ციკლი იწყება.  
 
დარჩით სახლში პოზიტიური განწყობით და გაატარეთ დრო საყვარელ მომღერლებთან ერთად!
 
სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებს თუ მომღერლებს, შეუერთდებიან მთხრობელები, რომლებიც გვიამბობენ საინტერესო ამბებს ჩვენ დედაქალაქზე.
 
#უსმინეთბილისს იქ, სადაც ხარ - სახლში, სხვადასხვა რეგიონში თუ საქართველოს საზღვრებს გარეთ!
 
თბილისური ჰანგებით, ჩვენ თქვენთან მოვალთ!