ალექსანდრე გოგინავა: ხვალ შეიძლება კიდევ რამდენიმე გამოჯანმრთელებული გვყავდეს
ამობეჭდვა · 26 / 03 / 2020 10:15
ალექსანდრე გოგინავა: ხვალ შეიძლება კიდევ რამდენიმე გამოჯანმრთელებული გვყავდეს

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების რიცხვი შესაძლოა ხვალ გაიზარდოს. ამის შესახებ „იმედის დილის“ ეთერში ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

„დღეს და ხვალ, ამ მონაკვეთში დაახლოებით 2-3 ადამიანთან შეიძლება გვქონდეს უკვე 2 უარყოფითი პასუხი და გვყავდეს 2-3 სრულად გამოჯანმრთელებული ადამიანი. ხვალისთვის უკვე შეიძლება გვყავდეს რამდენიმე ადამიანი გამოჯანმრთელებული“, - განაცხადა ინფექციონისტმა.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 34 პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში არ გართულებულა, თუმცა 5 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.