იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ტაძარი ერთი კვირით დაიკეტა
ამობეჭდვა · 26 / 03 / 2020 14:20
იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ტაძარი ერთი კვირით დაიკეტა

იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ტაძარი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ერთი კვირით დაიკეტა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მათივე ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ისრაელის პოლიციასა და სასულიერო ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, 26 მარტის მდგომარეობით, 2369-მდეა გაზრდილი.

64 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება, 39-ის მძიმეა, 5 გარდაიცვალა, ხოლო 64 გამოჯანმრთელდა.

​მიმდინარე კვირას ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თუ დაინფიცირებულთა რიცხვი სწრაფი ტემპებით გაიზრდება, საჭირო იქნება სრული ბლოკადა, გარდა პროდუქტებითა და მედიკამენტებით მომარაგებისა.