მარნეულელი ქალბატონის ინფიცირების წყარო დადგენილი გვაქვს - იმნაძე
ამობეჭდვა · 26 / 03 / 2020 16:49
მარნეულელი ქალბატონის ინფიცირების წყარო დადგენილი გვაქვს - იმნაძე

სპეციალისტებმა მარნეულელი 62 წლის ქალის ინფიცირების წყარო პრაქტიკულად დაადგინეს. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაავადებათა კონტროლის დირექტორის მოადგილემ განაცხადა. მისი თქმით, წყარო პაციენტის ნათესავია, რომელმაც საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა.

„შეგვიძლია უკვე დარწმუნებით ვთქვათ, რომ მარნეულელი ქალბატონის ინფიცირების წყარო პრინციპში დადგენილი გვაქვს. კიდევ საჭირო იქნება რამოდენიმე გადამოწმება, მაგრამ ინფიცირების წყარო არის მისივე ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც მანამდე არის შემოსული საქართველოში სხვა ქვეყნიდან“, - აღნიშნა იმნაძემ.