ჯანმო: ევროპაში იმედისმომცემი ნიშნები გამოჩნდა ვირუსის გავრცელების შენელების კუთხით
ამობეჭდვა · 26 / 03 / 2020 17:45
ჯანმო: ევროპაში იმედისმომცემი ნიშნები გამოჩნდა ვირუსის გავრცელების შენელების კუთხით

მიუხედავად იმისა, რომ ევროპში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სიტუაცია ჯერ კიდევ სერიოზულია, არსებობს იმედისმომცემი ნიშნები ვირუსის გავრცელების შენელების კუთხით, - განაცხადა ჯანმოს ევროპული ფილიალის ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ.

„მიუხედავად იმისა, რომ ვითარება შემაშფოთებელი რჩება, ჩვენ უკვე ვხედავთ გამამხნევებელ ნიშნებს. იტალიაში ვირუსით ინფიცირების შემთხვევების კლება შეინიშნება. თუმცა, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ იტალიაში პანდემიამ თავის პიკს მიაღწია“, - აღნიშნა ჰანს კლუგემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.