დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან სროლა იყო
ამობეჭდვა · 26 / 03 / 2020 17:52
დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან სროლა იყო

დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან სროლა იყო. შემთხვევა ახალქალაქში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ჯერჯერობით მომხდარის მოტივი უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 126-ე პირველი პრიმა ნაწილის ბ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს.