ეკატერინე ტიკარაძე: დღევანდელი სტატისტიკა საქართველოში პანიკის საფუძველს არ იძლევა
ამობეჭდვა · 26 / 03 / 2020 18:01
ეკატერინე ტიკარაძე: დღევანდელი სტატისტიკა საქართველოში პანიკის საფუძველს არ იძლევა

79 ინფიცირებული და 10 გამოჯანმრთელებული - აღნიშნული სტატისტიკა საქართველოში პანიკის საფუძველს არ იძლევა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„აღნიშნული სტატისტიკა პანიკის საფუძველს არ იძლევა, თუმცა ეს არ ნიშავს, რომ ჩვენ ჩვენი მობილიზაცია უნდა შევწყვიტოთ“, - აღნიშნა მინისტრმა.