საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ამობეჭდვა · 26 / 03 / 2020 22:04
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა, მაია ხელაძემ განაცხადა.

ხელაძის ინფორმაციით, კლინიკაში სამი პაციენტი რჩება. მათი მკურნალობა გრძელდება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 11 პაციენტია გამოჯანმრთელებული.