საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა
ამობეჭდვა · 27 / 03 / 2020 10:04
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე - stopcov.ge.

ამავე ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულია 13 პაციენტი, კარანტინის რეჟიმში  იმყოფება 4427 ადამიანი,  ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 257.