საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი განიკურნა
ამობეჭდვა · 27 / 03 / 2020 10:19
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისათვის სულ 13 გამოჯანმრთელებული პაციენტია. 

ახლა გამოჯანმრთელებული მოქალაქეები 14-დღიან იზოლაციაში, სახლის პირობებში იქნებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები დააკვირდებიან.

ამ ეტაპისთვის ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 81-მდეა გაზრდილი.