საეჭვო სიმპტომებით საავადმყოფოში 2 ჩვილი შეიყვანეს
ამობეჭდვა · 27 / 03 / 2020 11:53
საეჭვო სიმპტომებით საავადმყოფოში 2 ჩვილი შეიყვანეს

დმანისიდან და ბოლნისიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორი ჩვილი შეიყვანეს. ერთი მათგანი ორსულობის 33-ე კვირაზე დაიბადა, მეორე კი- 27-ზე. ამის შესახებ საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

ტურელიძისი ინფორმაცით, ბავშვების მდგომარეობა მძიმეა, მათ სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებათ და რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.

კლინიკაში იმყოფება ერთ-ერთი ჩვილის დედაც, რომელსაც ასევე აღენიშნება ჯანმრთელობის პრობლემა. მათ კორონავირუსზე ტესტი უკვე აუღეს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულიაი 81 ადამიანი, აქედან 13 გამოჯანმრთელდა.