ზუგდიდში COVID-19-ზე ტესტი1 თვის ჩვილს აუღეს
ამობეჭდვა · 27 / 03 / 2020 12:10
ზუგდიდში COVID-19-ზე ტესტი1 თვის ჩვილს აუღეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ზე 1 თვის ჩვილის პასუხს ელოდებიან. დღესვე გახდება ცნობილი, აქვს თუ არა კორონავირუსი მის მშობლებსა და ბებიას.

ყველა მათგანი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში თვითიზოლაციიდან გადმოიყვანეს. მათი ანალიზები ქუთაისის ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია.

რაც შეეხება უკვე დადასტურებულ შემთხვევას, 67 წლის ზუგდიდელი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 81 ადამიანი, აქედან 13 გამოჯანმრთელდა.