დიმიტრი ხუნდაძე - თუ საზოგადოების ადეკვატური ქცევა არ იქნა და ეპიდვითარება გართულდა, დადგება საყოველთაო კარანტინის საკითხი
ამობეჭდვა · 27 / 03 / 2020 12:15
დიმიტრი ხუნდაძე - თუ საზოგადოების ადეკვატური ქცევა არ იქნა და ეპიდვითარება გართულდა, დადგება საყოველთაო კარანტინის საკითხი

თუ საზოგადოების ადეკვატური ქცევა არ იქნა და ეპიდვითარება გართულდა, დადგება საყოველთაო კარანტინის საკითხი,- ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მოქალაქეები გადაუდებელი საჭიროების გარდა სხვა შემთვევაშიც აქტიურად გავლენ ქუჩაში, ისინი პროცესების სწორად მართვაში სახელმწიფოს ხელს შეუშლიან.

„მნიშვნელოვანია საზოგადოების ადეკვატური დამოკიდებულება, სახლში დარჩენით ჩვენ საზოგადოება ძალიან დაგვეხმარება, რომ პროცესები სწორად ვმართოთ და თუ ქუჩაში გადაუდებელი შემთხვევების მიღმა ისინი იმოძრავებენ აქტიურად, ძალიან შეგვიშლიან ხელს პროცესების მართვაში, რომ შევარჩეროთ, შევაფერხოთ ინფექციის მასიური გავრცელება. თუ საზოგადოების ადეკვატური ქცევა არ იქნა და ეპიდვითარება გართულდა, რა თქმა უნდა დადგება საკითხი საყოველთაო კარანტინის შემოღების. მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ამ ვითარებიდან, საყოველთაო კარანტინიდან შორს არ ვართ. როცა მისი შემოღების გადაუდებელი საჭიროება დადგება, ჩვენ აუცილებლად შემოვიღებთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენც და საზოგადოებამაც, რომ თავიდან ავიცილოთ მასიური გავრცელება,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.