მთაწმინდაზე, სამ მისამართზე სადარბაზოების რეაბილიტაცია დასრულდა
ამობეჭდვა · 27 / 03 / 2020 12:37
მთაწმინდაზე, სამ მისამართზე  სადარბაზოების რეაბილიტაცია დასრულდა

ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მთაწმინდის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.

ამჯერად, სადარბაზოების რეაბილიტაცია სამ მისამართზე დასრულდა. სარემონტო სამუშაოები ჭოველიძის ქუჩა №24-ში, ანჯაფარიძის ქ. № 3ა-ში და ბარნოვის ქ. №45-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნულ მისამართებზე 40 ოჯახი ცხოვრობს.

სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 24 497 ლარია გამოყოფილი.