ჩემი და ჩემი შვილის სიცოცხლისთვის კორონავირუსს ვებრძვი – ორსული ბრიტანელი ქალი ემოციური მიმართვა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 27 / 03 / 2020 13:03

ბოქსირებულ პალატაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 39 წლის ბრიტანელი 7 თვის ორსული საზოგადოებას მიმართავს.

ის ვიდეომიმართვაში ხალხს მოუწოდებს, რომ დარჩნენ სახლში, რადგან მათი გარეთ გასვლით ისინი მოკლავენ ვინმეს.

„ორი კვირაა, რაც საავადმყოფოში ვარ. დღეს ოთხშაბათია. ორივე ფილტვში პნევმონია მაქვს. ვიბრძვი ჩემი და ჩემი შვილისთვის. სახლში სამი შვილი და ქმარი მყავს, ვერ ვახერხებ მათ ნახვას. არ ვიცი საიდან დავინფიცირდი, მაგრამ ძალიან ცუდად ვარ. ერთ რაღაცას გეტყვით: თუ თქვენ აპირებთ მეგობრებთან ერთად სულელური ლუდის გამო ზღვაზე წასვლას, მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი ამინდია, დარჩით სახლში. თქვენი წასვლით მოკლავთ ვინმეს, ოჯახის წევრებს.
შეჩერდით და მოუსმინეთ ბორისს! (ჯონსონს) არ გახვიდეთ გარეთ! არ ღირს!”, – ამბობს ახალგაზრდა ქალი.

primetime.ge




დატოვე კომენტარი

პოპულარული
ცნობილი ინფექციონისტის უცნობი ტრაგედია - „მას საკუთარი შვილი არ ჰაყვს, მაგრამ ჩვენ ვართ მისი შვილები“
რას ითხოვენ კორონავირუსით მომაკვდავი პაციენტები - იტალიელი ექიმის ნაამბობი
პრეპარატები, რომელთა მიღებაც შესაძლოა კორონავირუსით ინფიცირებას უწყობდეს ხელს - რას წერს ჰოლანდიაში მოღვაწე ექიმი
აი, რას ნიშნავს შიდა გავრცელება - ნახეთ ვიდეო, როგორ გადაეცემა ვირუსი ადამიანიდან ადამიანს
გადაწყდა, სად დაკრძალავენ მადრიდში კორონავირუსით