საქართველოს ყველა რეგიონში ე.წ „ცხელების ცენტრები“ მომზადდება
ამობეჭდვა · 27 / 03 / 2020 15:08
საქართველოს ყველა რეგიონში ე.წ „ცხელების ცენტრები“ მომზადდება

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონში მომზადდება ე.წ „ცხელების ცენტრები“. აღნიშნულ კლინიკებს მიმართავენ პაციენტები, რომლებსაც ტემპერატურა დაუფიქსირდებათ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, მსგავსი ცენტრები უკვე გამოყოფილია კახეთის რეგიონში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კლინიკების მობილიზაცია ქვემო ქართლში, რაც ეტაპობრივად ყველა რეგიონში განხორციელდება.

ინფორმაცია ამ მიზნით გამოყოფილი კლინიკების შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით განთავსდება, კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - www.stopcov.ge, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.moh.gov.ge.