Rammstein-ის სოლისტი კორონავირუსის გამო საავადმყოფოში მოათავსეს
ამობეჭდვა · 27 / 03 / 2020 16:18
Rammstein-ის სოლისტი კორონავირუსის გამო საავადმყოფოში მოათავსეს

ცნობილი გერმანული ჯგუფის - Rammstein-ის სოლისტი, ტილ ლინდემანი კორონავირუსის გამო, ბერლინის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს.

მუსიკოსი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მაღალი ტემპერატურითა და პნევმონიის დიაგნოზით იმყოფება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, 57 წლის მუსიკოსი გასულ კვირას რუსეთში იმყოფებოდა, კორონავირუსი კი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გამოუვლინდა.