ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ამობეჭდვა · 27 / 03 / 2020 17:34
ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 28 მარტს ღამის 00:00 საათიდან ამოქმედდება და 20 აპრილის ღამის 00:00 საათამდე გაგრძელდება.

ამ პერიოდის განმავლობაში კომენდანტის საათი იმოქმედებს და სატრანსპორტო გადაადგილებაც შეიზღუდება.

დღესვე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.