სოჭში 52 000 ტურისტი იზოლაციაში მოაქციეს
ამობეჭდვა · 27 / 03 / 2020 17:55
სოჭში 52 000 ტურისტი იზოლაციაში მოაქციეს

რუსეთის ქალაქ სოჭში დამსვენებლები, დაახლოებით 52 ათასი ტურისტი, მათ შორის 222 უცხოელი, კორონავირუსის გამო საიზოლაციო რეჟიმში მოაქციეს.

როგორც სოჭის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ბატიაიკინმა განაცხადა, ტურისტები იზოლაციაში იქნებიან შინ დაბრუნებამდე.

მანამდე სოჭის მერმა ტურისტებს მოუწოდა, უქმეებზე ქალაქში არ ჩასულიყვნენ.