საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა
ამობეჭდვა · 27 / 03 / 2020 20:37
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი, 82-ე შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტს დაუდასტურდა.

გავრცელებლი ინფორმაციით, აღნიშნული მოქალაქე 73 წლისაა. ის საფრანგეთიდან ჩამოვიდა და ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსისგან 14 პაციენტია განკურნებული.

1tv.ge