საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა
ამობეჭდვა · 27 / 03 / 2020 22:05
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. 

ოფიციალური ინფორმაციით, დაინფიცირებულთა შორის გამოჯანმრთელებულია 14 პაციენტი. ამასთან, კარანტინის რეჟიმში რჩება 4641 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.