კომპანიებმა საქველმოქმედო აქციები დაიწყეს
ამობეჭდვა · 28 / 03 / 2020 11:09
კომპანიებმა საქველმოქმედო აქციები დაიწყეს

ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი სახოკიამ და ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერის მრჩეველმა ლელა აქიაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან კორპორატიული სოციალური პასუხისმგებელობის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები განიხილეს.

ბიზნესომბუდსმენის აპარატში შექმნილია სპეციალური პლატფორმა, სადაც გროვდება ინფორმაცია კომპანიების მხრიდან კოვიდ-19 ვირუსთან ბრძოლაში გამოყოფილი რესურსების შესახებ. კერძო სექტორთან კოორდინაციის შედეგად კი - აღნიშნული რესურსები ყველაზე კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

შეხვედრაზე კომპანიებმა „აი-სი ჯგუფმა“, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“, „ჟთI კავკასიამ“, „IDშ ბორჯომი საქართველომ“ და სუპერმაკეტების ქსელმა „მაგნიტმა“ გამოხატეს მზადყოფნა ჩაერთონ კოვიდ-19 ვირუსის წინაშე ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაში და სოციალურად დაუცველი და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახები საჭირო პროდუქტებით მოამარაგონ.

კომპანია „აი-სი ჯგუფი“, „ჟთI კავკასია“ და „IDშ ბორჯომი საქართველო“ საკვები პროდუქტებით, პირველადი მოხმარების საგენებითა და მედიკამენტებით სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს დაეხმარებიან. კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო სივრცეებს საკუთარი პროდუქციით ამარაგებს.

მიხეილ დაუშვილმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და იმ საჭრიეობებზე ისაუბრა, რაზეც შესაძლოა შტოპჩოV ფონდში აკუმულირებული თანხები გაიხარჯოს.

„დღეს გქვონდა შეხვედრა სხვადასხვა სექტორის ბიზნესის წარმომადგენელთან. აღნიშნული კომპანიები ჩართულები არიან კოვიდ-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და ახორციელებენ სოლიდარულ აქტივობებს საზოგადეობის სხვადასხვა სოციალური ჯგუფების დასახმარებლად. ასევე, არიან შტოპჩოV ფონდის კონტრიბუტორები. დღეის მდგომარეობით ფონდში 16 მილიონ ლარამდეა აკუმულირებული და ეს თანხა ჩვენი მოქალაქეების ყველაზე კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. 

თბილისის მასშტაბით, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიაში უკვე ჩაერთნენ კომპანია „არქი“ და „ვისოლ ჯგუფი“.