ვერაზე, წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 29 / 03 / 2020 10:34
ვერაზე, წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მთაწმინდის რაიონის გამგეობა აქტიურად განაგრძობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

ამჯერად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ვერაზე, ი.ნიკოლაძის ქ. N4-ში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც ხვალ დასრულდება.

პროექტის ფარგლებში, სრულად გამოიცვლება წყალარინების ქსელი, რომელიც არ შეცვლილა ბოლო ათწლეულებია და სამ საცხოვრებელ კორპუსს პრობლემებს მოუგვარებს.

სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 000 ლარია გამოყოფილი.