ტოკიოში თოვლი მოვიდა
ამობეჭდვა · 29 / 03 / 2020 10:46
ტოკიოში თოვლი მოვიდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად მარტის ბოლოს თოვლი მოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში თოვლის საფარის სიმაღლემ შესაძლოა 5 სანტიმეტრს მიაღწიოს. აღსანიშნავია ისიც, რომ 28 მარტს ტოკიოში ჰაერის ტემპერატურამ 23 გრადუსს მიაღწია.

უამინდობის გამო იაპონურმა ავიაკომპანიებმა 20-მდე შიდა რეისი გააუქმეს.