სალომე ზურაბიშვილი მარნეულში ჩავიდა
ამობეჭდვა · 29 / 03 / 2020 15:46
სალომე ზურაბიშვილი მარნეულში ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მარნეულში ჩავიდა. მარნეულში იმყოფება რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარიც. ისინი ქალაქის მერთან, ზაურ დარგალისთან ერთად ადგილზე შექმნილ ვითარებას ეცნობიან.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა.

საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 18 ადამიანი განიკურნა.