თენგიზ ცერცვაზე: 70 წელს გადაცილებული ვარ და ასეთ რეჟიმში ჯერ არ მიმუშავია
ამობეჭდვა · 29 / 03 / 2020 18:12
თენგიზ ცერცვაზე: 70 წელს გადაცილებული ვარ და ასეთ რეჟიმში ჯერ არ მიმუშავია

70 წელს გადაცილებული ვარ და ასეთ რეჟიმში ჯერ არ მიმუშავია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მოცულობის სამუშაოს ასეთ შემჭიდროებულ ვადებში შესრულება ექიმებს ჯერ არ დასჭირვებიათ.

„იყო დაძაბული პერიოდები, შიდსის ეპიდემიასთან ბრძოლა, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, სადაც ჩვენ ძირითადი ინიციატორები და განმახორციელებლები ვიყავით, იყო ღორის გრიპის ეპიდემია და მასთან ბრძოლა, წითელას ეპიდემია და მასთან ბრძოლა და მრავალი სხვა, მაგრამ არც ერთხელ ამ მოცულობის სამუშაოს შესრულება და ასე შემჭიდროვებულ დროში არ დაგვჭირვებია,“ - განაცხა ცერცვაძემ.