კორონავირუსით დაინფიცირებულ 91-ე პაციენტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
ამობეჭდვა · 29 / 03 / 2020 20:36
კორონავირუსით დაინფიცირებულ 91-ე პაციენტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

დღეს დილის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაგვემატა და გვაქვს დადასტურებული 91 შემთხვევა. იგი ჩვენ ცენტრში იმყოფება. დილას ჩვენთან დაახლოებით 10 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება, ერთ პაციენტზე დადებითი პასუხი მოვიდა, დანარჩენზე უარყოფითი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისივე განმარტებით, 91-ე პაციენტის ინგლისში მოგზაურობის ისტორია აქვს.

„რა თქმა უნდა, მისი კონტაქტების კვლევა მოხდება თავიდან ბოლომდე, მოძიება მათი და შესაბამისად დღეების მიხედვით, ან გამოვლენილი კლინიკის მიხედვით ამ კონტაქტების კვლევა. ჩამოსვლიდან ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ახალი პაციენტის მდგომარეობა, ჯერჯერობით არ არის მძიმე.

„დილის შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა, ჯერჯერობით კვლავ გვრჩება პრობლემური ოთხი პაციენტი, აქედან, როგორც იცით ორი კრიტიკულია და ორიც ძალიან მძიმე პნევმონიით გვყავს“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.