გლობალურად კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 723 ათასს აჭარბებს
ამობეჭდვა · 30 / 03 / 2020 10:02
გლობალურად კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 723 ათასს აჭარბებს

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 723 ათასს გადააჭარბა. აქედან ინფიცირებულთა უმეტესობა - 139 700 აშშ-ზე მოდის. ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცხრილის მიხედვით ხდება ცნობილი.

მათივე ცნობით, დაღუპულთა რაოდენომა გლობალურად 33 ათასზე მეტია, ინფექციისგან კი 150 734 ადამიანი განიკურნა.

 ცნობსთვის, საქართველოში კორონავირუსის 91 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის კი 18 გამოჯანმრთელებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ამჟამად ვირუსი 177 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული.