მარინა ეზუგბაია - კორონავირუსის მქონე 6 ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია
ამობეჭდვა · 30 / 03 / 2020 10:59
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსის მქონე 6 ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ექსვი ახალი პაციენტების ინფიცირების წყარო ცნობილია.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირების 97 დადასტურებული შემთხვევიდან 47 მათ ცენტრშია დაფიქსირებული.

„ამ 97 დადასტურებული შემთხვევიდან 47 იმყოფება ჩვენთან. როგორც იცით, გუშინ ერთი შემოგვემატა, წყარო არის ინგლისი, დანარჩენი ექვსი დამატებული პაციენტების წყარო ცნობილია. ესენი არიან ორი ბოლო შემთხვევის კონტაქტები. ოთხი გორის ჰოსპიტალშია მოთავსებული და ორი საუნივერსიტეტო კლინიკაში“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.