ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ქალის ანალიზების პასუხი დღეს გახდება ცნობილი
ამობეჭდვა · 30 / 03 / 2020 11:18
ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ქალის ანალიზების პასუხი დღეს გახდება ცნობილი

დღეს გახდება ცნობილი ოკუპირებული აფხაზეთიდან გამოყვანილი ქალის ანალიზის პასუხები. როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნანა ოდიშარია აცხადებს, 50 წლის ქალის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ცენტრში დღეს გაიგზავნება.

"ქალბატონი პირდაპირ მივიდა საბერიოს ამბულატორიაში და ამბულატორიის ექიმმა დაიწყო ინიცირება ამ ქალბატონის გადმოყვანაზე. მას აქვს ამბულატორიული სიმპტომატიკა, რომელიც არის ვირუსისთვის დამახასიათებელი. შესაბამისად, ავიღეთ ჩვენ ბიოლოგიური მასალა და გადავაგზავნით ლუგარის ცენტში," - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული გალის სოფელ საბერიოს მკვიდრი მოსკოვიდან ჩამოვიდა. ქალს ხველა და ტემპერატურა აღენიშნება. ის ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.