ქართველი ექიმი კორონავირუსით დაინფიცირდა - მედიკოსის ვიდეომიმართვა
ამობეჭდვა · 30 / 03 / 2020 12:09
ქართველი ექიმი კორონავირუსით დაინფიცირდა - მედიკოსის ვიდეომიმართვა

აშშ-ში მყოფ ქართველ ექიმს, ნინო ქავთარაძეს, რომელიც ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობდა, covid-19 დაუდგინდა. ამის შესახებ ექიმმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ექიმი იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებთანაც ბოლო დღეებში ჰქონდა შეხება და სთხოვა კორონავირუსზეტესტი გაიკეთონ.

„გამარჯობათ, მე ნინო ქავთარაძე ვარ, ამ წუთას გავიგე რომ ტესტი კორონავირუსზე პოზიტიურია. რაც შეეხება სიმპტომებს, ორი ან სამი დღის წინ თავი მტკიოდა, მაგრამ ემ თავის ტკივილი დავაბრალე ნერვიულობას და დიდი ყურადღება არ მივაქციე, სხვა არანაირი სიმპტომი არ მქონდა. ერთადერთი გუშინწინ იყო, რომ თავს ვერ ვწევდი“, – აცხადებს ნინო ქავთარაძე.