ქმარმა ინფიცირებული ცოლი პალატაში მარტო არ დატოვა - გულისამაჩიყებელი ისტორია თენგიზ ცერცვაძისგან
ამობეჭდვა · 30 / 03 / 2020 12:41
ქმარმა ინფიცირებული ცოლი პალატაში მარტო არ დატოვა - გულისამაჩიყებელი ისტორია თენგიზ ცერცვაძისგან

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსით ინფიცერებული პაციენტების და მათი ახლობლების შესახებ გულისამაჩუყებელი ისტორია მოყვა.

როგორც მან „ფორმულას“ ეთერში განმარტა, გამორიცხულია, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ ყველა ადამიანს კორონავირუსი გადაედოს.

"ჩვენს კლინიკაში, როდესაც პირველი ინფიცირებულები მოთავსდნენ, ერთ-ერთი იყო ცოლ-ქმარი, ცოლი ინფიცირებული იყო, ქმარი – არა. მეორე შემთხვევა სულიერ ძმებს ეხება – ისინი ქალაქ ყუმში იყვნენ – აქაც ერთი ინფიცირებული იყო, მეორე – არა. პრინციპულად არ მიატოვეს ერთმანეთი. ვეუბნებოდით, წადით, არ ხართ ინფიცირებულები, თუმცა პალატაში დარჩნენ. ინფექცია არც ერთს არ გადაედო, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ოთახში ორი კვირის განმავლობაში ცხოვრობდნენ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ რომ ამ ეტაპისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 98 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 18 გამოჯანმრთელდა.

primetime.ge